გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკოსის არმოწონება არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს

ქართულმა საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკოსის არმოწონება არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს.
„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე. პოლიტიკოსის არმოწონება არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს. თითოეულმა თქვენგანმა, თქვენმა ოჯახის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკოსი მაინც მეტ-ნაკლებად მოსწონთ, თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, ამით პოლიტიკოსები არ დაზარალდებიან, მაინც რომელიღაც პოლიტიკოსი გახდება პარლამენტის წევრი, არამედ, დავზარალდებით ჩვენ – ყველა, მთელი საზოგადოება, რადგან ის პოლიტიკოსი თქვენთან არ იქნება პასუხისმგებელი. ის იტყვის, რომ „აი, სულ სამმა, ოთხმა კაცმა ამირჩია და მათზე ვიფიქრებ და დანარჩენებს ეტყობა არ აინტერესებთ, როგორ ვიმართებით, რას ვშვრებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები