რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. საზღვართან საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან კავშირს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი „მესაზღვერეების“ ან რუსეთის ფედერაციის სხვა რომელიმე მოქალაქის კავშირს ე.წ. საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან უარყოფს.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება თბილისს რუსეთის ოკუპაციის ტერმინით სპეკულირებაშიც ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და აცხადებს, რომ თბილისში მშვენივრად იციან იმის შესახებ, რომ მოსკოვი არაფერ შუაშია.
სოფელ ხურჩასთან, საქართველოს მოქალაქე გიგლა ოთხოზორია რუსმა “მესაზღვრეებმა” 19 მაისს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები