თამაზ მეჭიაური: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი საკმაოდ შეხმატკბილებულები არიან

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი საკმაოდ შეხმატკბილებულები არიან“, – ამის შესახებ ვარაუდი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გამოთქვა.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი დოკუმენტზე ხელის მოწერას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის საქმიანობის ვადის გაგრძელების გამო აჭიანურებდეს. „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი საკმაოდ შეხმატკბილებულები არიან. არ გამოვრიცხავ, თუნდაც იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაუხანგრძლივოს არსებულ თავმჯდომარეს საქმიანობის გაგრძელების ვადა, რომელიც საკმაოდ საფუძვლიანად შემჩნეულია “ნაციონალური  მოძრაობის” დავალებების შესრულებაში “, – განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა გასულ კვირას, მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტს კი ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა. ქვეყნის პირველ პირს დოკუმენტზე ხელმოსაწერად 10 დღიანი ვადა აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები