თამაზ ტყემალაძე პრეზიდენტზე: თვითონ არ იცის, რას ელოდება და მე როგორ უნდა ვთქვა, რას ველოდები

„თვითონ არ იცის, რას ელოდება და მე როგორ უნდა ვთქვა, რას ველოდები“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ ტყემალაძემ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის სავარაუდო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ტყემალაძის თქმით, თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას დაძლევს.
„თუ იქნება ვეტო, დავძლევთ. თვითონ არ იცის, რას ელოდება და მე როგორ უნდა ვთქვა, რას ველოდები“, – განაცხადა ტყემალაძემ.
რაც შეეხება ვენეციის კომისიისთვის პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილ კანონპროექტს, ტყემალაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ გაგზავნილ დოკუმენტს არ ენდო.
„პარლამენტს ვალდებულება ჰქონდა, კანონპროექტი გადაეგზავნა ვენეციის კომისიისთვის. რატომ გააგზავნა პრეზიდენტმა – არ ენდო პარლამენტის მიერ გადაგზავნილს თუ მან ჩათვალა, რომ არ აგზავნიდა პარლამენტი და თითონ გამოიჩინა ამის ინიციატივა, ვერ გეტყვით“, – აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა გასულ კვირას, მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტს კი ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა. ქვეყნის პირველ პირს დოკუმენტზე ხელმოსაწერად 10- დღიანი ვადა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები