ანი მიროტაძე პრეზიდენტს მოუწოდებს – ეს არ უნდა იყოს ვეტო ვეტოსთვის

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანი მიროტაძე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მხრიდან კანონპროექტისთვის ვეტოს დადების შესაძლებლობას გამოეხმაურა.
როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ასე მოიქცევა, მისი ყველა შენიშვნა არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გაჯერებული უნდა იყოს. მაგალითისთვის, მან პრეზიდენტის წინა ვეტოები გახსენა, მათ შორის ერთ-ერთი უკანონო მოსმენების საკითხს ეხებოდა.
„თუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ვეტო დააბრუნოს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს არ უნდა იყოს ვეტო ვეტოსთვის, მაშინ ჩემი ძირითადი მოწოდება იქნება, რომ ის შენიშვნები, რომლებსაც ის უკან გამოაგზვნის, არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გაჯერებული იყოს. უნდა მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ვიმუშავოთ ამ საკითხზე და არ იყოს ისე, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს და შემდეგ გამოვაცხადოთ ვეტოს დაძლევისთვის მობილიზაცია. კიდევ ერთი მოწოდება მექნება, რომ იყოს მეტი არგუმენტი და შემოგვთავაზოს უკეთესი ვარიანტი, რომ ვიფიქროთ, მისი შენიშვნების და მის მიერ გადმოგზავნილი ვარიანტის მხარდაჭერაზე – ამ წუთში გამიჭირდება იმის თქმა, რას ვიზამ“,-განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები