ანი მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. გერმანულ მოდელს შესაძლოა, უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმაც დაუჭიროს მხარი

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანი მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სისტემის, ე.წ. გერმანული მოდელით შეცვლას მხარი შესაძლოა, უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმაც დაუჭიროს.
“კვირაში“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ, მისივე ინფორმაციით, ზემოთ ხსენებულ მოდელს მხარს უჭერს როგორც პროექტის ინიციატორი „რესპუბლიკური პარტია“, ასევე – „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „გირჩი“ და „ეროვნული ფორუმი“.
მიროტაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები სვადასხვა მაჟორიტარ დეპუტატთან, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება მას არ შეუძლია. „არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, მოსწონდეთ ეს მოდელი და მათ დამოუკიდებლად მიიღონ ეს გადაწყვეტილება. მე არ მაქვს საფუძველი იმისა, რომ დავასახელო რომელიმე გვარი, თუმცა მოვლენების განვითარების ასეთ ვერსიასაც არ გამოვრიცხავ“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები