ანი მიროტაძე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელით შეცვლას რეალურად მიიჩნევს

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანი მიროტაძე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელით შეცვლას რეალურად მიიჩნევს. მისი განცხადებით, პროექტის გასატანად საჭირო 76 ხმის მოგროვება შესაძლებელი იქნება, თუმცა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორად და თანამიმდევრულად ექნებათ პარლამენტის წევრებს გააზრებული ზემოთ ხსენებული მოდელის სიკეთე და მნიშვნელობა.
„კვირას“ პრესკლუბში“ სტუმრობისას, მიროტაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ეროვნული ფორუმი“ ჯერ კიდევ კოალიციის პირობებში აცხადებდა, პროპორციულ – მაჟორიტარული სისტემა აუცილებლად უნდა შეცვლილიყო.
„ჩვენ ჯერ კიდევ უმრავლესობაში ვიყავით, როდესაც ვაცხადებდით, რომ უნდა შეგვეცვალა პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა და გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ, რადგან აღმოვჩნდით უმცირესობაში. მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ 2016 წელს, ასეთ რეჟიმში ბოლოჯერ ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ ამას მოჰყვა გარკვეული პოლიტიკური პროცესები და ამის შედეგი გახდა ახალი მოდელების ძიება. გერმანული მოდელი გაცილებით უკეთესია, ვიდრე მოქმედი მოდელი და მას არ სჭირდება საკონსტიტუციო ჩანაწერი“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები