მამუკა კაციტაძე – პრეზიდენტისგან ვეტოს დადება რეალურად მიმაჩნია, ვეტოს დაძლევა კი – არარეალურად

პრეზიდენტისგან ვეტოს დადება რეალურად მიმაჩნია, ვეტოს დაძლევა კი – არარეალურად,- ასეთი შეფასება მისცა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ იმ ალბათობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, შესაძლოა, ვეტო დაადოს.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, კაციტაძემ იმედი გამოთქვა, რომ მოხდება ამ ვითარების ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტა, რათა საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ მოხვდეს „გაფრთხილებულთა“ სიაში. კაციტაძე მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებული ცვლილებები პირდაპირ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან.
„ეს საკითხი პირდაპირ არის ებმის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 4 წევრს, უფლებამოსილების ვადა ეწურება. უფლებამოსილების გაზრდა კი ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უცებ მკვდრად შობილ ფორმაში მოგვევლინება. ეს ყველაფერი საარჩევნო წელს ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედება შეიძლება გახდეს საჭირო როგორც არჩევნებამდე, ასევე ცალკეულ მედიასაშუალებებთან მიმართებაში არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაციასთან მიმართებაში. ასეთ დროს კი გამოიძებნა საშუალება, რომ გაიზარდოს კვორუმი და დაწესდეს კონტროლის მექანიზმები, რომ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს პოროცესებზე“,- განაცხადა კაციტაძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, პოლონეთის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ კანონდარღვევების გამო, ევროკავშირმა მათ ხუთდღიანი ვადა მისცა, კაციტაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, „გაფრთხილებულთა“ კატეგორიაში არ აღმოჩნდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები