მამუკა კაციტაძე – „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილ წევრებთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოფილ მემარჯვენეებთან საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს აწარმოებს, თუ ვინ შეიძლება კონკრეტულად ვიხილოთ „ქართული ოცნების“ სიაში, „ახალი მემარჯვენეებიდან“ ეს შეკითხვა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში პასუხგაუცემელი დატოვა, თუმცა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ გიორგი მოსიძესთან დაკავშირებით, კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე, კაციტაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ახალი მემარჯვენეებიდან“ მთავრობაში, სხვადასხვა თანამდებობაზე არაერთი ადამიანია დასაქმებული, თუმცა, ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მაღლა დგას და არასდროს მომხდარა, რომ ყოფილ და მოქმედ წევრებს ერთმანეთზე აუგი ეთქვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები