თიბილოვმა პუტინს სამძიმარი გამოუცხადა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეინიდ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსი ოფიცრების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ახალგორი – ცხინვალის ტრასაზე გუშინ ავარია მოხდა. ავტობუსს, რომელსაც რუსი სამხედროები გადაჰყავდა, მუხრუჭები მოეშალა და ხრამში გადაიჩეხა. ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. თიბილოვმა სამძიმრის წერილი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსაც გაუგზავნა.