ბიზნესომბუდსმენი: მომხმარებელთა უფლებები დაცული უნდა იყოს

არსებული კანონმდებლობით ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტის მიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, არ შეიძლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„ამ კანონპროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მისი მიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს კანონპროექტი, არ შეიძლება“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გააჩნია პოზიცია, რომელსაც ყოველთვის აფიქსირებდა. ნაწილობრივ მოხდა პოზიციების შეჯერება, მაგრამ იმ მაღალი სტანდარტებისთვის, რომლებიც აღებულია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან, არც ბიზნესი, არც მომხმარებელი და არც ქართული ეკონომიკა მზად არ არის.
„მომხმარებელთა უფლებები უნდა იყოს დაცული არსებული კანონმდებლობით. არსებულ კანონმდებლობაში ეს მექანიზმები გვაქვს, თუმცა გაბნეულია. ერთი კანონის ქვეშ მათი შეკრების იდეა, ალბათ, ლეგიტიმურია. ეს კანონი უნდა არსებობდეს, მაგრამ მისი ფორმები დასახვეწია“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები