ეკა ბესელია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი ითარგმნა და, განმარტებით ბარათთან ერთად, ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, – ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააკეთა.
მისივე თქმით, კანონპროექტი კომისიაში გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაიგზავნა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს გუშინ გადაუგზვნა.
“საკონსტიუტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უკვე გადაუგზავნა. ჯერჯერობით უცნობია, მოაწერს თუ არა იგი დოკუმენტს ხელს. მას ამისთვის 10 დღის ვადა აქვს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კანოპროექტი პირადად გიორგი მარგველაშვილისგან ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამასთან, პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები