რუსმა ე.წ. მესაზღვრემ 30 წლის ქართველი მამაკაცი მოკლა
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ე.წ. მესაზღვრემ – 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან, სოფელ ნაბაკევსა და ხურჩას შორის მოხდა.
მათი თქმით, გიგლა ოთხოზორია ცდილობდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე პროდუქტები გაეგზავნა და სწორედ ამ დროს მოუვიდა შელაპარაკება რუს მესაზღვრეებთან.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რუსმა მესაზღვრემ 2 ტყვია მუცლის არეში ესროლა, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლით ჭრილობა თავის არეში მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება უკვე დაწყებულია. ზუგდიდის პოლიციაში გარდაცვლილის ნათესავები იკითხებიან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ გიგლა ოთხოზორიას ქუთაისში გადაასვენებენ.