ახალგორის რაიონში მომხდარ ავარიას 6 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა

ახალგორის რაიონის სოფელ ხელჩუაში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა. შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო დაიღუპა, 19 კი დაშავდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი ცხინვალში, ნაწილი კი ჩრდილოეთ ოსეთში გადაიყვანეს. ავარიის ერთ-ერთ ვერსიად ძლიერი ნისლი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები