რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი როუმინგის გადასახადის შემცირებაზე შეთანხმდნენ
რუსეთის ფედერაცია და ოკუპირებული აფხაზეთი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისთვის როუმინგის გადასახადის შემცირებაზე შეთანხდნენ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრმა ალექსეი ვოლინმა და ოკუპირებული აფხაზეთის კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ე.წ. სამმართველოს ხელმძღვანელმა ლაშა შამბამ.
დოკუმენტს ასევე ხელი მოაწერეს კომპანიებმა: „მტს-მა“, „ვიმპელკომმა“, „მეგაფონმა“, „ტ 2 მობაილმა“, „აკვაფონმა“ და „ა-მობაილმა“.
მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც საუბრის წუთობრივი გადასახადის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტარიფის შემცირებას, როგორც გამოცემა news.rambler.ru იუწყება, ეს გადაწყვეტილება იმ რუს ტურისტებს გამოადგებათ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებას გეგმავენ.