საჩხერის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება

საჩხერეში მდებარე ცენტრალური ბაზრის წინამდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ფარგლებში, სს ,,საჩხერეგაზის“ საკუთრებაში არსებულ საშუალო წნევის 273 მმ-იანი ფოლადის საჰაერო გაზსადენზე ჩასატარებელი გადაუდებელი ავარიული სამუშაოების განხორციელების გამო, საჩხერის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება.
“საჩხერეგაზის“ ცნობით, 19 მაისის 09:00 საათიდან ბუნებრივი გაზმომარაგება მთლიანად შეუწყდება მდ. ყვირილას მარჯვენა სანაპიროს, ასევე საჩხერის აღმაშენებლის, გომართელისა და თამარ მეფის ქუჩებს და არგვეთის თემში განთავსებულ ბუნებრივი გაზის ყველანაირი კატეგორიის 9200-მდე მომხმარებელს. გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება 20 მაისს და, სავარაუდოდ, შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო კალენდარული დღის განმავლობაშიც. ”ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისათვის ვუხდით ბოდიშს და ვთხოვთ, გაზის ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში, ხოლო ბუნებრივი გაზმომარაგების განახლების მომენტში გამოიჩინონ სათანადო ყურადღება და დაიცვან მოქმედი უსაფრთხოების ნორმები”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები