ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხიზილალით დატვირთული ავტომობილი დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრეუსთან ოკუპირებული რეგიონის რამდენიმე მკვიდრი და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, რომლებიც 80 კილოგრამი წითელი ხიზილალის გადატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„დაკავებულებს 80 კილოგრამი წითელი ხიზილალა და 40 შეფუთვა თხევადი სასუქი აღმოაჩნდათ. ტვირთი ამოღებულია და მომხდარის ყველა დეტალი დგინდება“, – განუცხადეს სააგენტოს ე.წ. სასაზღვრო სამსახურში. ამავე ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ე.წ. მესაზღვრეებმა ავტომობილი დააკავეს, რომლითაც „საზღვარზე“ 200 კილოგრამი ხიზილალის გადატანას ცდილობდნენ.