მოქალაქეები პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვას ითხოვენ

პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვის მოთხოვნით მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა განცხადება საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში შეიტანა.
როგორც მოქალაქეები განცხადებაში აღნიშნავენ, ისინი არცერთი პოლიტიკური, ან რაიმე ორგანიზაციის გაერთიანების წევრები არ არიან. მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი მოითხოვს, ”დაიბლოკოს პორნოგრაფიული საიტები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოზარდის ფსიქოლოგიას”.
„ჩვენ წარმოვადგენთ მოქალაქეებს, მშობლებს. ჩვენი ინიციატივაა, რომ თხოვნით მივმართოთ საპატრიარქოს, რათა გვიშუამდგომლოს ხელისუფლებასთან და პორნოგრაფიული საიტები, ვებგვერდები და ვიდეოები არ იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის, ვინაიდან სასულიერო პირები და პატრიარქი ერის ზნეობისა და სულიერების სადარაჯოზე დგანან. მგონია, რომ მათ ექნებათ ძალა და ბერკეტები ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ და მოიფიქრონ რაიმე, რათა პრობლემა ცოტათი მაინც მოიხსნას“, – განაცხადა მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა მაკო გომართელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები