ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა საქართველოს 9 მოქალაქე გაათავისუფლეს
ე.წ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა საქართველოს 9 მოქალაქე გაათვისუფლეს, რომლებიც ოკუპანტებმა 11 მაისს დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ეს პირები ზნაურის რაიონის სოფელ ვახტანასთან დააკავეს. ე.წ. მესაზღვრეების ინფორმაციით, დაკავებულებს საბუთები არ ჰქონდათ.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადეს, დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.