ბესლან ბარციცი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

გაგრის რაიონის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, შესაბამის ბრძანებულებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.
სააგენტო ბარციცის ბიოგრაფიასაც ავრცელებს. ის 1978 წლის 22 ივნისს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
რამდენიმე დღის წინ რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან ასტამურ ტანია გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები