ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სააგენტო „რესის“ ცნობით, დაკავებული გორის რაიონის სოფელ ფლავის მკვიდრია და ის ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრეუსთან დააკავეს.
„ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. განიხილება სასამართლოში ამ საქმის გადაცემის საკითხი“, – განუცხადეს „რესს“ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრში.
პრაქტიკულად ყველა ადამიანს, რომლებსაც იკუპანტები ე.წ. სამხრეთ ოსეთში აკავებენ, „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ ბრალდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები