ოკუპირებულ აფხაზეთში საეკლესიო კრების წევრები მსოფლიო პატრიარქს მიმართავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში საეკლესიო კრების წევრებმა მსოფლიო პატრიარქს, ბართოლომეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფის და ავტოკაფელიის შექმნის თხოვნით მიმართეს.
ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი ათონის მონასტერში გაიმართა კრება, რომელშიც 1043-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მათი განცხადებით, „აფხაზეთის მოსახლეობა ქართველი იერარქების და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერას არასოდეს გრძნობდა“. მიწვევის მიუხედავად, სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიების წარმომადგენლები კრებაში არ მონაწილეობდნენ. არქიელი ბესარიონ აპლია არქიმანდრიტ დოროფეი დბართან დაპირისპირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები