ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

სოფელ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – რიგით 66-ე – შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მონაწილეები 65-ე შეხვედრის შემდგომ პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, უკანონო დაკავებების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ. ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების განხილვა. საუბარი შეეხება გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები