სირიაში ჯიჰადისტებმა 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დასავლეთ სირიაში ჯიჰადისტებმა 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადამიანები ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ. ჯიჰადისტები კი პირდაპირ კავშირში არიან “ალ-ქაიდას” დაჯგუფებასთან. აღსანიშნავია, რომ დაღუპული ადამიანების გარდა არიან დაკარგულებიც, რომლებსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ. შემთხვევა სოფელ ალ-ზარაში მოხდა. დაღუპულთა შორის, 6 ქალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები