დემონსტრანტებმა სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში დემონსტრანტებმა ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის საზაფხულო რეზიდენციაში შეჭრა სცადეს, – ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებდა.
მათივე ცნობით, საპროტესტო აქცია საინიციატივო ჯგუფის – „ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეპატრონე“  მიერ იყო ორგანიზებული. ისინი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვდნენ.
მათი კიდევ ერთი მოთხოვნა მთიან ყარაბაღში მშვიდობისმყოფელების შეყვანაზე უარის თქმა იყო. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციაზე შეტაკება არ მომხდარა, არც დაუკავებიათ ვინმე, თუმცა დემონსტრანტების დაშლა მხოლოდ სპეცრაზმელების ჩარევის შედეგად მოხდა. მედიაში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები