რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს 9 მოქალაქე გაათავისუფლეს
საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის ცხრა მკვიდრი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს, გათავისუფლებულები არიან. ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
დაკავებულების ოჯახის წევრებმა დღეს ჯარიმის თანხა ორი ათასი რუბლი გადაიხადეს. ცხრავე მათგანი ცხინვალის იზოლატორში იყო მოთავსებული.
ცნობილია, რომ რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ცხრა ადამიანი საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიასთან 12 მაისს დააკავეს. ისინი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ცხოვრობენ, ცხრავე მათგანი ოტრიაში ჯონჯოლის დასაკრეფად იყო წასული.