დღეს ვენური დაავადებების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაიწყება საერთაშორისო კონფერენცია ვენური დაავადებების მიმართულებით. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება. ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად, კონფერენციას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
ძირითადი მომხსენებელი იქნება პროფესორი ენტონი კომეროტა, ამერიკული ვენური ფორუმის გაიდლაინის თანაავტორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ამერიკის 5 გზის საუკეთესო ექიმი.
პირველად საქართველოში, მოხდება ქვემო კიდურების ვენური დაავადების მკურნალობის ეროვნული გაიდლაინის წარდგენა, რომელსაც სისხლძარღვთა ასოციაციის პრეზიდენტი – პროფ. მამუკა ბოკუჩავა წარადგენს და ეს რეკომენდაციები გადაეცემა ყველა მონაწილეს.
ღონისძიება ეძღვნება ქვდ-ის გავრცელებისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტებს. ქრონიკული ვენური დაავადება ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: ქვემო კიდურებში დაღლილობის, ტკივილის, დისკომფორტისა და შეშუპების შეგრძნება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 70%-ს ქრონიკული ვენური დაავადების სხვადასხვა ფორმა აწუხებს და საჭირობს დროულ და ადექვატურ მკურნალობას, რათა არ მოხდეს დაავადების პროგრესირება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გაიდლაინსა და რეკომენდაციებში, ისევე როგორც ქართულ ეროვნულ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნულია ფრანგული ფლებოტროპული პრეპარატის – დეტრალექსის 1000 მილიგრამის გამოყენების დიდი მნიშვნელობა ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები