რაულ ხაჯიმბა თომას ჰამერბერგს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში ყოფილ კომისარს თომას ჰამერბერგს შეხვდა, რომელიც სოხუმში იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა eadaily.com იუწყება.
ხაჯიმბას ე.წ. პრესსამსახურის ცნობით, „შეხვედრაზე განიხილებოდა ადამიანის უფლებათა საკითხებში არსებული სიტუაცია და მისი გაუმჯობესების რეკომენდაციათა პაკეტი“.
ხაჯიმბას თქმით, ის ჰამერბერგთან თანამშრომლობის მომხრეა და „მისი ნეიტრალურობის იმედი აქვს“. დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს ობიექტური სირთულეები, რომლებიც პოსტსაომარი მდგომარეობით და „საქართველოსთან ურთერიბების მოუგვარებლობით“ არის გამოწვეული.
ჰამერბერგმა ხაჯიმბას აცნობა, რომ სოხუმში ჩასვლამდე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და მას სოხუმში ჩასვლის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები