სოხუმში ერიკ სქვერიაზე თავდასხმის ფაქტზე ე.წ. პროკურატურამ საქმე აღძრა

სოხუმის მკვიდრზე ერიკ სქვერიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ე.წ. პროკურატურამ საქმე აღძრა. საქმე აღძრულია „მკვლელობის მცდელობის“ და „იარაღის უკანონო ტარების“ მუხლებით. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ცნობისთვის, 11 მაისს სოხუმში უცნობმა პირებმა ლაკობას ქუჩაზე ერიკ სქვერიას ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად მან მრავლობითი ჭრილობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები