“პროექტი “Check In Georgia“ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს”

კომპანია “გალფის” მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის განცხადებით, პროექტი “Check In Georgia“ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, კომპანია “გალფი” ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს რამდენიმე სურპრიზს სთავაზობს.
“ჩვენ შევუერდით ამ პროექტს იმის გამო, რომ საინტერესოა ჩვენთვის მარკეტინგული თვალსაზრისით მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ჩვენი ბრენდის პოზიციონირება იქ, სადაც ამდენი ხალხია შეკრებილი და არის დადებითი მუხტი. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა სახის სიურპრიზებს წარმოდგენილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ჯიბლაძემ.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მსგავსი ღონისძიებების გამართვა მისასალმებელია, რადგან ეს ტურისტების ნაკადის შემოდინებას შეუწყობს ხელს, რაც ეკონომიკის ზრდაზე აისახება.
“დაგეგმილია ძალიან მაღალი დონის ღონიძიებები, მივესალმებით ამაში მონაწილეობის მიღებას. ჩემი სუბიექტურია აზრია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება ქვეყანაში არის კარგი. მისასალმებელია ისიც, რომ ამაში კერძო სტრუქტურებიც ერთვებიან. გაიზრდება ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში, რაც ეკონომიკის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა “გალფის” მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ “Check In Georgia“-ს შეურთდნენ: ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები