სოხუმში მოქალაქე ავტომატით დაჭრეს
სოხუმის ცენტრში ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გახსნეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის ალექსეი ლომიას ინფორმაციით, თავდასხმა სოხუმის მკვიდრზე ერიკ სკვერიაზე მოხდა. „სკვერიას 5,45 მილიმეტრის კალიბრის ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. მას სამი ტყვია მოხვდა. ამჟამად სკვერია საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, – განუცხადა ლომიამ სააგენტო „რია ნოვოსტის“. თავდასხმის მოტივი უცნობია.