შს მინისტრის მოადგილე საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გამართულ საგზაო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება „გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის 2011-2020“ ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენციაზე შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის და საელჩოების წარმომადგენლებმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, თავიანთ ხედვებსა და პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ღონისძიებაზე ასევე უჩვენეს ვიდეორგოლი, რომელიც ქვეითებისთვის ტროტუარისა და ზებრა-გადასასვლელის დათმობის წესებს ასახავს. მსოფლიო გზებზე ყოველწლიურად 1,3 მლნ ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი მზარდია. 2010 წელს გაერომ საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა „2011-2020“ გამოაცხადა და ქვეყნებს მოუწოდა, შეიმუშავონ მოქმედების გეგმა და განახორციელონ პრევენციული ზომები, რათა 2020 წლისთვის გზებზე სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები