დანიელ მიტოვმა და გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.
მათ ადგილზე შეაფასეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ.
დანიელ მიტოვმა და გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ ა​ღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას რეგულარულად ადევნებენ თვალყურს. მათი განცხადებით არსებობს ადამიანის და საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები და საჭიროა არსებული ვითარების მშვიდობიანად მოგვარებისათვის გზების პოვნა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები