ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა 3 ადამიანი გაიტაცეს

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის 3 მკვიდრი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულთა შორის ერთი გორის მკვიდრი – იური ქედიყოშვილია, რომელიც ზარდაანთკარში სამუშაოდ იყო ასული. ის მანქანის მძღოლია, რომელმაც ადგილობრივი მკვიდრის დაკვეთით სოფელში ხრეში აიტანა სამშენებლო სამუშაოებისთვის. იური ქედიყოშვილთან ერთად გატაცებულია დამკვეთიც, სოფელ ზარდაანთკარის მკვიდრი 51 წლის დავით თარზიაშვილი. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა დღეს კიდევ 21 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს. თაზიაშვილის აყვანა ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მოხდა. დაკავებული რუსმა სამხედროებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მის გასათავისუფლებლად ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები