ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში. მათ „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთა ბრალდებათ. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს პირები ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგორის, ცხინვალისა და ზნაურის რაიონებში დააკავეს. „დაკავებულები არიან ონის, საჩხერისა და გორის რაიონების მკვიდრნი“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. სასაზღვრო სამსახურში. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის დასაწყისიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს 20 მოქალაქე დააკავეს.