დავით უსუფაშვილს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მიმართ დადებითი პოზიცია აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მიმართ დადებითი პოზიცია აქვს, თუმცა გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
აღნიშნულის შეხაებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალოსტებთან საუბარში მას შემდეგ განაცხადა, რაც იგი პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეხვდა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი გავა თუ არა მომდევნო პარლამენტის სხდომაზე, ამაზე პარლამენტის ბიუროზე იმსჯელებენ.
„მგონია, რომ მაისის ბოლომდე პარლამენტმა საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატოს ამ საკითხთან დაკავშირებით. პირადად მე ვთვლი, რომ სამივე კანდიდატი გამოცდილი კანდიდატია და წაადგება ქართულ მართლმსაჯულებას. მაგრამ საკითხი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი პოზიცია დადებითია სამივეს მიმართ, ერთ-ერთი ჩემი ლექტორიც იყოს და მასწავლიდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სხვა ინსტიტუტებთან და დაწესებულებებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და, კანონპროექტის განხილვის მსგავსად, საკადრო საკითხების განხილვასაც გარკვეული დრო და აზრთა შეჯერება სჭირდება.
„კანდიდატებს მოვახსენე, რომ ამის თაობაზე კოლეგებთან მექნება კონსულტაცია, დიახ, შიდა კონსულტაცია და ჩამოვყალიბდებით. ეს საკითხი მომავალ კვირას გავა პარლამენტში განსახილველად. თუ კიდევ ვინმეს სჭირდება კონსულტაციებისთვის და საკითხის შესასწავლად, კიდევ დამატებით – ალბათ, მაქსიმუმ ორი კვირა“, -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისათვის, თითოეული კანდიდატის მოსამართლედ გამწესებას პარლამენტის 76 ხმა სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – ნონა თოდუას, ანა დოლიძეს და თამარ ლალიაშვილს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები