იოჰანეს ჰანი: ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველომ საჭირო სამუშაო შეასრულა
“ვიზალიბერალიზაციის გზაზე, საქართველომ საჭირო სამუშაო შეასრულა”,- ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ჰანმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველები, უკრაინელები და კოსოვოს მოსახლეობა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წელს შეძლებენ, რადგან, ჰანის თქმით, „მათ თავიანთი სამუშაო შეასრულეს“. ჰანის განცხადებით, თბილისმა და კიევმა უკვე მიიღეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დადებითი რეკომენდაციები. „რა თქმა უნდა, კიდევ, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა, სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, მათ უკვე გააკეთეს, რაც საჭიროა“, – აღნიშნა ჰანმა.