ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოში შეხვედრებს ხვალ გააგრძელებენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხვალ გააგრძელებენ.
თანამომხსენებლები მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო რეფორმების შესახებ „მრგვალ მაგიდაში“, ასევე დაესწრებიან „მრგვალი მაგიდას“ უმცირესობებზე, შეხვდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს; დაესწრებიან „მრგვალ მაგიდას“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წევრებს; შეხვედრას გამართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში; შეხვედრას გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ასევე შეხვედრას გამართავენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტი 3 მაისს დაიწყო და 5 მაისს დასრულდება.