„რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში რაიმე ტიპის საარჩევნო გაყალბებას გამორიცხავს

„რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში რაიმე ტიპის საარჩევნო გაყალბებას გამორიცხავს. როგორც „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გაყალბების საშუალებას არავინ არავის მისცემს.
“სამი უპატიოსნესი არჩევნების შემდეგ, გაყალბების საშუალებას არავინ არავის მისცემს, მით უმეტეს, “მკვდარი სულებით“. თუ ერთხელ პატიოსან არჩევნებს ატარებ, მერე გაყალბების არანაირი შანსი არ გაქვს – ეს მინდა ყველამ იცოდეს, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. როცა კონტროლის მექანიზმი 50 პარტიას აქვს და ვიღაც რაღაცას აყალბებს, ეს არაფრით გამოვა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები