ირაკლი შოთაძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე: ეს არის საკმაოდ რთული და სპეციფიკური გამოძიება

ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან ჩატარება, იმ გარემოებების აღდგენა, რა გარემოებებშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება, -ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, სწორედ ამით არის გამოწვეული იმ დროის ხანგრძლივობა, რასაც საჭიროებს გამოძიება.
„ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან ჩატარება. იმ გარემოებების აღდგენა, რა გარემოებებშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ რთული და სპეციფიკური გამოძიება და ამიტომ, ამით არის გამოწვეული ის დროის ხანგრძლივობა, რასაც საჭიროებს გამოძიება. ყოველდღიურ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა უფრო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები