პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედროების სამედიცინო დახმარების შესახებ რატიფიცირების კანონს ხელი მოაწერა. მანამდე ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის დუმამ მოახდინა. ხელშეკრულების დანართში მითითებულია, რომ ის რუსი, აფხაზი და ოსი სამხედროების სამედიცინო დახმარებისთვის ნორმატიულ–სამართლებრივ ბაზას ქმნის როგორც რუსეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში.