დღეიდან ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

დღეიდან, „საქართველოს რკინიგზის” გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს.
როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, ”საქართველოს რკინიგზა” კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით.
”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, თბილისიდან 29 აპრილს და პირველ მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 საათზე, ჩასვლა ზუგდიდში – 06:36 საათზე, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30 საათზე, ჩამოსვლა თბილისში 07:05 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები