საქართველოში ფეისბუქის ყველაზე აქტიური ხელმომწერები ლეონიდ ჩერნოვეცკის ჰყავს

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ Youtube-ზე ქართველი პოლიტიკოსების საძიებო მაჩვენებლის სიხშირით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა კომპანია SocMedia Laboratory მიერ 2016 წლის აპრილში ჩატარებულმა კვლევამ „საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსების ანალიზი“ აჩვენა, რომ პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი ლეონიდ ჩერნოვეცკი უპირობო ლიდერია Facebook-ის მომხმარებლის ჩართულობის მაჩვენებლით.
მომხმარებლების 37.06% ტოვებდნენ კომენტარებს, აღნიშნავდნენ „მოწონებას“ და აზიარებდნენ ჩერნოვეცკის პუბლიკაციებს თავის მეგობრებთან. წინა თვესთან შედარებით, აქტიური მომხმარებლის ჩართულობის მაჩვენებელი გაიზარდა 2,45%. რაც იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკოსის პუბლიკაციები საინტერესო და აქტუალურია Facebook-ის მკითხველისთვის.
„მადლობას ვუხდი საქართველოს მოქალაქეებს, რომ ასეთ ინტერესს იჩენენ ჩემი საკანონმდებლო ინიციატივების და ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ. მე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავ საქართველოს განვითარებას – იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეც გახლავართ“. – განაცხადა „ბედნიერი საქარველოსთვის“ პარტიის ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.
ამ მაჩვენებლით, მეორე და მესამე ადგილზე არიან გოგა ხაჩიძე (ჩართულობის მაჩვენებელი – 3,81%) და გიორგი ვაშაძე (3,16%). მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აქტიური ხელმომწერების თანაშეფარდება Facebook-ის მომხმარებლის საერთო რაოდენობასთან შეადგენს 1.73%.
ჩართულობის დონე წარმოადგენს ხელმომწერების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც მოახდინეს რეაგირება პოლიტიკოსის პუბლიკაციებზე, დააფიქსირეს „მოწონება“ ან დატოვეს კომენტარი,. მეთოდოლოგია მხოლოდ საჯარო პირების და კომპანიების ოფიციალური გვერდების რეიტინგში მონაწილეობას გულისხმობს.
ამავე კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, თუ ვინ არიან ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსები, რომელთა შესახებაც ინტერნეტ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებენ ინფორმაციას საქართველოშიც და მსოფლიოშიც. პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, საძიებო მაჩვენებლის რეიტინგში დაიკავა მესამე ადგილი და მეოთხე – მსოფლიოში. საქართველოში მის მიმართ ინტერესი მტკიცდება მის შესახებ განთავსებული ინფორმაციის საძიებო აქტივობების დიდი რაოდენობით ქართულ ენაზე – 1 094 და 981 (ქართველი და მსოფლიო მომხმარებლების მიხედვით). გეოგრაფიული წარმოშობის გამოკითხვის ანალიზმა უჩვენა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არის თბილისში და აჭარაში.
ქართულ ინტერნეტსივრცეში საძიებო მაჩვენებლით ლიდერობს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა, მსოფლიო რეიტინგით ის მეექვსე ადგილზეა. მსოფლიო რეიტინგით ლიდერობს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თვეში 4 808 საძიებო მოთხოვნით, თუმცა საქართველოდან განხორციელებული საძიებო მაჩვენებლით, ის მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. მეორე ადგილს ამ რეიტინგში ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. მთლიანობაში ანალიზმა აჩვენა, რომ ინტერნეტის მომხმარებლები უმეტესად პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელების და საინფორმაციო პორტალების მეშვეობით იგებენ.
აგრეთვე, კომპანია SocMedia Laboratory-მა გამოიკვლია საძიებო მოთხოვნების დინამიკა Youtube-ის ვიდეოჰოსტინგზე და გაარკვია კონკრეტულად რა აინტერესებთ ქართველ ამომრჩევლებს ქართველ პოლიტიკოსებთან მიმართებაში. შედეგად, „ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი უსწრებს არა ერთ ქართველი პოლიტიკოსებს პოპულარობის მიხედვით, და იკავებს (Youtube) მეოთხე ადგილს საძიებო მაჩვენებლის რაიოდენობით მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მეხუთეა ამ მაჩვენებლით საქართველოში. საძიებო აქტივობები დაკავშირებულია პოლიტიკოსის იმიჯთან და მის ოჯახთან.
საძიებო აქტივობის დინამიკა ინტერნეტში დამოკიდებულია საჯარო პირის აქტივობაზე: მომხმარებელი ეძებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას პოლიტიკოსზე (ახალი ამბები, ბიოგრაფია, პირადი ფაქტები, სურათები და ვიდეო) გახმაურებული ამბების შემდეგ, რომლებშიც ის იღებდა მონაწილეობას. საძიებო სისტემაში გამოკითხვებისგან განსხვავებით, Youtube-ზე გამოკითხვების რაოდენობა უქმე დღეებში გაცილებით მეტია, ვიდრე სამუშაო დღეებში.
საძიებო აქტივობის დინამიკა Youtube-ზე მსოფლიო მასშტაბით გამოიყურება ასე: ძალიან ხშირად მომხმარებელი საქართველოდან ეძებს კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილის და ლეონიდ ჩერნოვეცკის ვიდეოებს. საქართველოში, Youtube-ზე საძიებო აქტივობის დინამიკით, ქართველი მომხმარებლის საძიებო ინტერესი იდენტურია მსოფლიო ინტერესთან.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები