ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა რუსეთთან „საზღვრის“ შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება დაასრულა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მოახდინა რუსეთის ფედერაციასთან „საზღვრის“ შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება. დოკუმენტი 2015 წლის 18 თებერვალს მოსკოვში იყო ხელმოწერილი. ხელშეკრულებას მოყვება რუკა, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 2012 წელს შეიქმნა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის „საზღვრის“ დემარკაციის და დელიმიტაციის კომისია. ცხინვალის მხრიდან მასში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ე.წ. პარლამენტის, ე.წ. მთავრობის და ძაუს რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები