ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სოფელ ტბეთის მკვიდრი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სოფელ ტბეთის მკვიდრი ვალიკ ხაჩიროვი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ავარია ორშაბათს საღამოს სოფელ ტბეთთან მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ხაჩიროვის ავტომობილს მეორე მანქანა შეეჯახა, რომელიც მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა. მას ე.წ. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი მართავდა. შემოწმებამ დაადგინა, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები