ლევან ბერძენიშვილი: ვიზალიბერალიზაციის საკითხები უნდა დაჩქარდეს და საზაფხულო სესიაზე უნდა მივიღოთ

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ზაფხულის სესიაზე განიხილოს.
ჩანაწერი გაკეთდა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტია” ზაფხულის სესიასთან დაკავშირებული ჩანაწერის წინააღმდეგი იყო, თუმცა EPP-ს შესწორება ჩავარდა.
”საბოლოო ჯამში, მიღებულია ძალიან დადებითი რეზოლუცია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის სასარგებლო ბევრი მომენტია. EPP წინააღმდეგობას უწევდა ჩანაწერს, რომელშიც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხები უნდა დაჩქარდეს და საზაფხულო სესიაზე უნდა მივიღოთ. ისინი ამბობდნენ, რომ – არა. გასაგებია, რომ ეს იყო მოთელვა იმ დიდი კენჭისყრის წინ, რომელიც იქნება და EPP გაუწევს, როგორც ჩანს, სერიოზულ წინააღმდეგობას, მაგრამ ხმების შეფარდება ევროპარლამენტშიც ისეთივე იქნება, როგორც ამ კომიტეტზე”, – განაცხადა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, EPP-ს წინადადებას მხარი არ დაუჭირა არც „ნაციონალურმა მოძრაობამ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები