თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა ამ წარმატებას პარლამენტთან ერთად ვზეიმობთ

საქართველომ საკანონმდებლო რეფორმების კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ცვლილებებმა ქართველ ხალხს საშუალება მისცა, ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისთვის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიეღო.
„საქართველოს მთავრობა ამ წარმატებას პარლამენტთან ერთად ვზეიმობთ, რადგან პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ევროპულ გზაზე წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. ქართველი ხალხი, მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი ვართ ერთიანი, რომ საქართველოს არჩევანი ევროპულია და ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ არჩევანის რეალიზებისთვის ასოცირების შეთანხმებაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები