ვახტანგ ხმალაძე: პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ პირს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი

პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პირს არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
ხმალაძის კომიტეტმა არ გაიზიარა „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ინიციატივა იმის შესახებ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისთვის ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვალოს.
“ასეთი სახით ამის გაკეთება კომიტეტმა მიიჩნია მიზანშეუწონლად, რადგან პარლამენტის გადაწყვეტილება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და, ზოგადად, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი პირს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი ჩანს მოტივები, რომ პოლიტიკური მოტივაცია იყო დომინანტი, ვიდრე სამართალდარღვევა, თორემ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პირს არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული. პარლამენტი ვერ შევიდოდა იმის განხილვაში, პირს ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, ვინაიდან ეს იქნებოდა პარლამენტის შეჭრა სასამართლოს ფუნქციებში, რისი უფლებაც საკანონმდებლო ორგანოს არა აქვს“, – განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები