გიორგი მარგველაშვილი: საქართველო არასოდეს შეეგუება ანექსიას და ოკუპაციას

“ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ნათელი ხედვა რუსეთთან დაკავშირებით – ვამბობთ, რომ რუსეთთან მოვილაპარაკებთ და ვისაუბრებთ რაციონალურ საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ანექსიას, საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და მსგავს დამოკიდებულებას, რომ მეზობელ, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ოკუპაცია.
“ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ნათელი ხედვა რუსეთთან დაკავშირებით – ვამბობთ, რომ რუსეთთან მოვილაპარაკებთ და ვისაუბრებთ რაციონალურ საფუძველზე. არავითარი რთული მოლაპარაკებები, არავითარი კონფრონტაცია, მხოლოდ მთავარი საკითხები. საქართველოს ტერიტორია, საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ. მათ შექმნეს ხელოვნური სახელმწიფოები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია. საქართველო არასოდეს შეეგუება ანექსიას, საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და მსგავს დამოკიდებულებას, რომ მეზობელ, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ოკუპაცია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კითხვაზე: საქართველოს ხელისუფლებაში არის თუ არა საგარეო პოლიტიკის სიცხადის ნაკლებობა, კერძოდ, რუსეთთან მიმართებაში? – პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ასე არაა.
“არ მგონია, რომ მე, ან პრემიერსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს გვაქვს რაიმე განსხვავებული ხედვა რუსეთთან მიმართებით. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს რაციონალური დიალოგი რუსეთთან და ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს; საკითხების განხილვის ამ გზით, საბოლოოდ რუსეთი და საქართველო იქნებიან მეზობლები – მეგობარი მეზობელი ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთსა და ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ამოსავალი წერტილი; ამ ნიშნულამდე მისასვლელად საჭიროა, მოლაპარაკების მაგიდასთან გავთავისუფლდეთ ემოციებისაგან და საუბარი საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად დავიწყოთ“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები