დევიდ კრამერი: გიორგი კვირიკაშვილის პრიორიტეტები ქვეყნის პრიორიტეტებს ასახავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტს მნიშვნელოვანს და დროულს უწოდებს მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ორგანიზაცია Freedom House-ს ყოფილი პრეზიდენტი დევიდ კრამერი.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია. ჩემი აზრით, მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის ძალიან მოკლე ხანში ბევრს მიაღწია. მისთვის დამახასიათებელია ცივილიზებულობის მაღალი დონე და მას აქვს ხედვა. ის დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს. მისი პრიორიტეტები ასახავს ქვეყნის პრიორიტეტებს. ასე რომ, მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, მითუმეტეს, რომ წელს საქართველოში არჩევნებია დანიშნული, მაგრამ ვთვლი, რომ მისი საქმიანობა, ზოგადად, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება“,- განაცხადა კრამერმა.
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა სენატორებს ჯეფ სეშენს და ჯონ მაკკეინს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები